საზოგადოება
07.10.2021 14:53
გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინით აცრები 2-3 დღეში დაიწყება, პირველ ეტაპზე პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია იგეგმება

ქვეყანაში შემოსულია გრიპის ვაქცინის 43 000 დოზა, ვაქცინაციის პროცესი რამდენიმე დღეში დაიწყება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაცია რამდენიმე დღეში დაიწყება პრიორიტეტული ჯგუფებისთვის.

„ქვეყანაში შემოსულია გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 43 000 დოზა. სულ მალე, 2-3 დღეში დაიწყება ვაქცინაცია 3 პრიორიტეტული ჯგუფისთვის, ეს გახლავთ: სამედიცინო პერსონალი, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები. 25 ოქტომბერს ველოდებით კიდევ 160 000დოზას, შემდეგ ეს განივრცობა უკვე სხვა კატეგორიაზე - ბავშვებზე, ქრონიკულ დაავადებებზე და ა.შ.“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კვირის ამბები