7 ოქტომბერი ღიმილის საერთაშორისო დღეა - ვინ შექმნა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ღიმილის გამომსახველი სტიკერი - „სმაილი“
7 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში ღიმილის დღეს აღნიშნავენ. დღესასწაულს საფუძველი ამერიკელი მხატვრის, ჰარვი ბელის შემოქმედებამ დაუდო. მართალია, მე-20 საუკუნის მხატვრის ნამუშევრები დიდი ნიჭიერებით არ გამოირჩეოდა, თუმცა, ერთი იღბლიანი შემთხვევის წყალობით, ბელი ინტერნეტსივრცეში და არამარტო, ყველაზე ცნობილი გამოსახულების ავტორი გახდა.
1963 წელს, ბელს სადაზღვევო კომპანიის State Mutual Life Assurance Company of America-ს წარმომადგენლებმა სთხოვეს, მათი კომპანიისთვის თვალისმომჭრელი ლოგო შეექმნა.
ჰარვის დიდხანს არ უფიქრია, მან ყვითელ რგოლში მომღიმარი შავი პირი და თვალები ჩახატა. ინტერნეტსივრცეში ეს ლოგო „სმაილის“ სახელით არის ცნობილი.
დამკვეთებს მხატვრის ნამუშევარი მოეწონათ და ბელს 50 აშშ. დოლარი გადაუხადეს. რამდენიმე თვეში „სმაილი“ მთელ აშშ-ს მოედო.
მას მაისურებზე, კონვერტებზე, ასანთის კოლოფებსა და ღია ბარათებზე გამოსახავდნენ. აშშ-ის ფოსტამ კი „სმაილის“ გამოსახულებიანი მარკაც გამოუშვა.
ღიმილის საერთაშორისო დღე პირველად 1999 წელს აღნიშნეს. მხატვარს მიაჩნდა, რომ ამ დღეს ადამიანები დადებით განწყობაზე უნდა იყვნენ და რაც შეიძლება ხშრად გაიღიმონ.