სსიპ -გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარშენის საჯარო სკოლა მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს, რომელიც კვირაში 4-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VI კლასის მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. სავარაუდო ხელფასი 258-375 ლარით განისაზღვრება. სამუშაოს დაწყების თარიღად 18 ოქტომბერია მითითებული. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს, ამასთან უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი და სასწავლო სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულად, ვებ გვერდის: pedagogi. ge (teacherjobs.ge)-ის მეშვეობით.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში