საზოგადოება
07.10.2021 12:50
სტატუსის მქონე მასწავლებლებს 2022 წლის იანვრიდან ხელფასი გაეზრდებათ
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის მომავალი წლის იანვრიდან, სახელფასო დანამატის 100 ლარით ზრდაა გათვალისწინებული.
როგორც ფინანსურ დოკუმენტშია გაწერილი, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მომუშავე პედაგოგების სახელფასო ზრდისთვის 79.4 მლნ ლარია განსაზღვრული.
GMnews-ის ინფორმაციით, ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, 88.7 მლნ ლარით ასევე გაზრდილია სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაფინანსებაც.
კვირის ამბები