საზოგადოება
07.10.2021 12:18
ოთარშენის საჯარო სკოლა ფიზიკის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს
სსიპ -გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარშენის საჯარო სკოლა ვაკანსიას აცხადებს.
ფიზიკის პედაგოგის პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსია კვირაში 7-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VII, VIII, IX კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. სავარაუდო ხელფასი კი, 387-563 ლარით განისაზღვრება. სამუშაოს დაწყების თარიღად 14 ოქტომბერია მითითებული.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს, ამასთან უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი და სასწავლო სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულად, ვებ გვერდის: pedagogi. ge (teacherjobs.ge)-ის მეშვეობით.
კვირის ამბები