საზოგადოება
07.10.2021 11:08
საქართველოში ვირუსით ინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 28 ადამიანი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 2 228 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 626 058-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 711 პირი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 596 380-მდე. ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 9 162 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 638 შემთხვევა, აჭარა - 128, იმერეთი - 469, ქვემო ქართლი - 125, შიდა ქართლი - 100, გურია - 82, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 241, კახეთი - 324, მცხეთა-მთიანეთი - 40, სამცხე-ჯავახეთი - 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 490, საიდანაც 4 150 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 959.

კვირის ამბები