საზოგადოება
26.11.2019 16:02
ვაკანსია

გორის მუნიციპალიტეტის მერია ვაკანტური სამუშაო ადგილების დასაკავებლად კონკურსს აცხადებს. ადგილობრივ თვითმმართველობას ვაკანსია ოთხ თანამდებობრივ პოზიციაზე აქვს გამოცხადებული: მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების მე-III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული; მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების მე-III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული; მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების მე-III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1საშტატო ერთეული; მეორადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების მე-III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული.

რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატებს, უმაღლეს განათლებასთან და პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობასთან  ერთად, ორწლიანი სამუშაო გამოცდილება მოეთხოვებათ.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2019 წლის 4 დეკემბერია.
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.HR.gov.ge -ზე უნდა გაიარონ.

კვირის ამბები