გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. წყაროს ცნობით, გასული ერთი თვის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტს 20 577 ვიზიტორი ეწვია.
„შიდა ტურიზმისა და კოვიდ პანდემიის პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულების სურვილი გასული ერთი თვის განმავლობაში 20 577-მა ტურისტმა გამოთქვა. რაც შეეხება ტურიზმის სეზონის გახსნიდან დღემდე შემოსული ვიზიტორების მონაცემებს, მიმდინარე წლის მარტიდან სექტემბრამდე პერიოდში გორის მუნიციპალიტეტს 93 870 ვიზიტორი სტუმრობდა. აქედან, ადგილობრივი დამთვალიერებელი -23 882, 69 988 კი უცხოელი გახლდათ,“ - ნათქვამია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება წინა თვეების სტატისტიკას, გორის მუნიციპალიტეტში არსებულ ტურისტული ობიექტებს მარტში - 1 654, აპრილში - 4 079, მაისში - 9 557, ივნისში - 11 670, ივლისში - 23 808, აგვისტოში კი, 22 505 ვიზიტორი სტუმრობდა.