საზოგადოება
06.10.2021 11:31
ქართველი მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობი ,,ხირხალა“ - სახალხო არტისტი ამირან ქადეიშვილი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

სახალხო არტისტი, ,,ხელოვნების ქურუმის“ ჯილდოს მფლობელი, ქართველი მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობი ,,ხირხალა“, იგივე ამირან ქადეიშვილი 85 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, კლინიკაში გარდაიცვალა.

კინოსა და თეატრში ქადეიშვილს არაერთი როლი აქვს შესრულებული: ხირხალა - ,,სიყვარული ყველას უნდა“,  ჭოლა - ,,პირველი მერცხალი“, კვეგვე ტარბა - ,,მთვარის მოტაცება“,  კურა-მუჰამედი - ,,ციმბირელი პაპა“, ერმილე მამალაძე - ,,მევლუდი“. ასევე, მონაწილეობს ფილმებში: ,,თბილისი, პარიზი, თბილისი“, ,,კავკასიის ტყვე“,  ,,ჟამი მოქცევის“...

კვირის ამბები