ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 2 410 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 623 830-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 516 პირი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 594 669-მდე. პარალელურად, კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 9 134 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 410 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 700 შემთხვევა, აჭარა - 113, იმერეთი - 479, ქვემო ქართლი - 151, შიდა ქართლი - 125, გურია - 74, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 270, კახეთი - 374, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 001, საიდანაც 4 077 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 965, მართვით სუნთქვაზეა 255 პირი.