საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 6 ოქტომბრიდან, კვების ობიექტების სამუშაო საათები გახანგრძლივდა და ფუნქციონირებას 23:00 საათამდე შეძლებენ.
აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, დღემდე არსებული შეზღუდვის თანახმად, კვების ობიექტები 22:00 საათამდე მუშაობდნენ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში