საზოგადოება
05.10.2021 17:23
უფლისციხეში ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო

პროექტის - ,,სამოქალაქო ბიუჯეტი“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში ხელოვნურსაფარიანი მინი მოედანი მოეწყო. საფეხბურთო მოედნის მოწყობა ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ შერჩეულ პროექტით განხორციელდა. სამუშაოებისთვის 64 111 ლარი გაიხარჯა.

უფლისციხეში ასევე მოეწყო გარე გამოყენების ტრენაჟორები, სადაც დამონტაჟებულია სხვადასხვა ტიპის ათი ტრენაჟორი.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უფლისცეში უკვე დასრულებულია დასასვენელი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეების მოწყობა, რაც ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის შეკრების, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისა და დასვენების შესაძლებლობას იძლევა.

მერიის ინფორმაციითვე, ადგილობრივი ბიუჯეტით სოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებიც მიმდინარეობს.

კვირის ამბები