საზოგადოება
26.11.2019 15:26
უმაღლესი სასწავლებლები 2020 წლიდან ეროვნულ გამოცდებზე მიღებას ელექტრონულად გამოაცხადებენ
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების ელექტრონული ანკეტა-კითხვარი შეიქმნა, რის საფუძველზეც, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღების გამოცხადებას ელექტრონულად შეძლებენ.
აღნიშნულ ანკეტა-კითხვარზე სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბიზნესის ანალიზისა და პროექტების მართვის სამუშაო ჯგუფის პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურმა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა იმუშავა. როგორც სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განმარტავენ, განახლებული მიდგომით, ელექტრონული გახდა ანკეტა-კითხვარების წარდგენის, დადასტურების, ხარვეზის დადგენის, ხარვეზის აღმოფხვრისა და საბოლოო ინფორმაციის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის მოწოდების პროცესები.
ელექტრონული ანკეტა-კითხვარის პილოტირება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით უკვე ჩატარდა.
კვირის ამბები