ყელქცეულის საჯარო სკოლა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს
სსიპ - ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლა ვაკანსიას აცხადებს. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგის პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსია კვირაში 7-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას II, III, IV, V, VI კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. სავარაუდო ხელფასი კი, 150-200 ლარით განისაზღვრება. სამუშაოს დაწყების თარიღად 15 ოქტომბერია მითითებული.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულად, ვებ გვერდის: pedagogi. ge (teacherjobs.ge)-ის მეშვეობით.