საზოგადოება
05.10.2021 13:29
შავშვების ამბულატორიაში კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების ამბულატორიაში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს. იმუნიზაციის პროცესი „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაცინების გამოყენებით ხორციელდება.
GMnews-ის ინფორმაციით, შავშვებელების გარდა, ამბულატორია მეზობელ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასაც ემსახურება და აცრის მსურველ პირებს წინასწარი ჯავშნის გარეშე შეუძლიათ ვაქცინაცია.
იმუნიზაციის პროცესს შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარიამ გიუნაშვილი დაესწრნენ. რწმუნებულის მოადგილის თქმით, შიდა ქართლში აქტიურად გრძელდება ვაქცინაციის პროცესი.
,,ჩვენს რეგიონში, უკვე 9 ლოკაციაზეა ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელი და გარდა ამისა, სოფლების მოსახლეობას მობილური ჯგუფების საშუალებით ადგილზევე შეუძლია აიცრას. პანდემიის დამარცხებისთვის მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ მაქსიმალურად იაქტიუროს და დროულად აიცრას ყველა “, - განაცხადა სიმონ გულედანმა
კვირის ამბები