საზოგადოება
05.10.2021 12:24
მთავრობის გადაწყვეტილებით უძრავი ქონება 258 დევნილ ოჯახს დაუკანონდა
მთავრობის განკარგულებით, თბილისში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს მათ სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცათ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უძრავი ქონება 258 დევნილ ოჯახს დაუკანონდა.
„აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისას გადაწყვიტა, რომ 258 დევნილ ოჯახს, ჯამში, მათ სარგებლობაში არსებული 294 უძრავი ქონება გადაეცეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კვირის ამბები