ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უმოკლეს დროში მოხერხდეს პრობლემის მოგვარება, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა განაცხადა.
კოვზიაშვილის ინფორმაციით, 6 ოქტომბრიდან შესაძლებელი იქნება ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრა და ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღები გაიხსნება.
,,ტექნიკური პრობლემის გამო, რაც ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხება გახლავთ, გორის მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ვერ განახლდა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უმოკლეს დროში მოხერხდეს პრობლემის მოგვარება. ვფიქრობ, ხვალიდან შესაძლებელი იქნება ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრა და შევძლებთ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების გახსნას, რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ ბაღებს, ეტაპობრივად განახლდება სააღმზრდელო პროცესი“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აზრდის 63 დაწესებულება ფუნქციონირებს, მათგან 19 - ქალაქის ტერიტორიაზე.