გუშინ საღამოს, Facebook, WhatsApp, Instagram და Messenger-ი თითქმის ექვსი საათის განმავლობაში იყო გათიშული, რამაც აღნიშნული ქსელების მომხმარებელთა სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია.
აღნიშნული პლატფორმების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი მომხმარებლებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.
,,Facebook, Instagram, WhatsApp და Messenger-ი ბრუნდება. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის – ვიცი, როგორ ენდობით ჩვენს მომსახურებას იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ კავშირი თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან“, - წერს ცუკერბერგი.
ცუკერბერგი არ აკონკრეტებს, რა გახდა შეფერხების მიზეზი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში