26.11.2019 15:23
ფცა-ღოღეთის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფცასა და ღოღეთს შორის არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და სამუშაოებისთვის, ჯამში, 2 300 000 ლარი დაიხარჯა. გზის საფარის პარალელურად, პროექტის ფარგლებში სანიაღვრე სისტემებიც მოეწყო.
განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, მოადგილესთან და ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაათვალიერა. ამასთანავე, გიორგი ხოჯევანიშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთის მაცხოვრებლებსაც გაესაუბრა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობასთან ის საკითხები განიხილა, რაც ქარელის მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ღოღეთში უკვე დასრულდა სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაც, სამუშაოები სოფლის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მოსახლეობის გადაწყვეტილებით, რეაბილიტაცია ჩაუტარადა მინი სტადიონს.