საზოგადოება
05.10.2021 11:20
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით დადასტურებული 2 800 ახალი შემთხვევიდან ინფიცირების 153 ფაქტი შიდა ქართლში გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 2 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 621 420-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 485 პირი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 593 153.

ასევე, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 9 110 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 800 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 882 შემთხვევა, აჭარა - 103, იმერეთი - 572, ქვემო ქართლი - 174, შიდა ქართლი - 153, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 260, კახეთი - 409, მცხეთა-მთიანეთი - 77, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 44.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 131 საიდანაც 4 025 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 947 პირი, მართვით სუნთქვაზეა 260 პაციენტი.

კვირის ამბები