საზოგადოება
05.10.2021 10:34
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყება გადაიდო
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყება გადაიდო. როგორც სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განმარტავენ, მიზეზი დაწესებულებებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხებაა.
„გაცნობებთ, რომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზის, კერძოდ, ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემის გამო, გორის მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 5 ოქტომბერს ვერ განახლდება. სააღმზრდელო პროცესი დაიწყება აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთანავე. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს პანდემიის გამო შეჩერებული სააღმზრდელო პროცესი ჯერ ოთხ, შემდეგ კი ხუთ ოქტომბერს უნდა განეახლებინათ, თუმცა, სწავლის დაწყების თარიღმა ისევ გადაიწია.
კვირის ამბები