საზოგადოება
05.10.2021 10:26
ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია 8 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება
ზოგადი განათლების I-XII კლასის/კლასების და სემესტრის, ასევე I-XII კლასში, სემესტრში შემავალი საგნის; საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის და პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ავრცელებს.
„გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა 2021 წლის 4 ოქტომბრიდან 2021 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი;
გამოცდის ჩატარების ვადად კი, დადგინდა 2021 წლის 15 ოქტომბრიდან 2021 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი. დეტალური ინფორმაციისთვის, მიმართეთ სკოლას, სადაც სწავლობთ, სწავლობდით ან გსურთ ექსტერნის გამოცდების ჩაბარება“, - ნათქვამია გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები