სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებთან ერთად, დღეიდან, 4 ოქტომბრიდან მუშაობას საბავშვო გასართობი ცენტრებისც განაახლებენ, - აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
„მოგეხსენებათ, 4 ოქტომბერს საბავშვო ბაღების მუშაობა სრულად აღდგება. ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ბაღებს. ამავე პერიოდიდან მუშაობას განაახლებენ ბავშვთა გასართობი ცენტრებიც, რომელთა ფუნქციონირებაც ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით შეჩერებული იყო“, - აღნიშნულია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.
შეგახსენებთ, კოვიდ რეგულაციების შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში დღეიდან, 4 ოქტომბრიდან საქართველოს სკოლებში, საბავშვო ბაღებში და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება აუდიტორიები და კლასებში დაიწყო.