საზოგადოება
04.10.2021 11:51
სკოლა „ეისი“ გორში მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს

 

სკოლა „ეისი“ გორში მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 10-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას I, III, IV კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. რაც შეეხება სავარაუდო ხელფასს, 250-300 ლარია.

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ჰქონდეთ სამუშაო გამოცდილება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 8 ოქტომბერს ეწურებათ.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

კვირის ამბები