კულტურა
04.10.2021 11:18
გორის თეატრმა ნიკოლაევის საერთაშორისო ფესტივალზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ რამდენიმე ფესტივალზე მიიღო მიწვევა

გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სპექტაკლმა ნიკოლაევის საერთაშორისო ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა და პროდიუსერებისგან რამოდენიმე ფესტივალის მოწვევა მიიღო, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

GMnews-ის ინფორმაციით, ფესტივლის გახსნის პრესკონფერენციაზე ერისთავის თეატრმა და ფესტივლის ადმინისტრაციამ  ხელი მოაწერა ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმსაც, რაც ითვალისწინებს ორი თეატრის საერთო შემოქმედებით თანამშრომლობას.

შეგახსენებთ, გორის თეატრი ნიკოლაევის მეთორმეტე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, უკრაინაში, 27 სექტემბერს გაემგზავრა და მონაწილეობას იღებს ფესტივალ-კონკურსში - Homo Ludens“.

მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებაში 4 ქვეყანა მონაწილეობს. რაც შეეხება სპექტაკლს, რომელიც გორის თეატრის მსახიობებმა ითამაშეს, უცხოელმა მაყურებელმა „შეცვალე“ იხილა. სპექტაკლი გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ჩხარტიშვილმა ალენა ივანიუშენკოს ნაწარმოების - ,,ალისა თოვლის ქვეშ“ მიხედვით დადგა.

ერთმოქმედებიან პიესაში, გ. ერისთავის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობები: ქეთი ლუარსაბიშვილი, კობა კოპაძე, გიორგი ჩოჩნიძე, ზაზა ცარულაშვილი, ლიკა კევლიშვილი, სოსო მგალობლიშვილი და თეკლა მარჯანიშვილი მონაწილეობენ.

 

კვირის ამბები