სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამის ფარგლებში ახალი და მეორადი ტექნიკის შეძენის თანადაფინანსებაზე განაცხადების მიღება გრძელდება
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამის ფარგლებში, 20 000 ლარამდე ღირებულების ახალი და მეორადი ტექნიკის შეძენის თანადაფინანსებაზე განაცხადების მიღება გრძელდება.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 20 000 ლარი და მეტი ღირებულების ახალი ტექნიკის თანადაფინანსებაზე განაცხადების მიღება 26 ოქტომბერს 12 საათზე განახლდება. ამ ეტაპზე კი, მიმდინარეობს პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე მიღებული 2 140 განაცხადის განხილვა, რისი დასრულების შემდეგაც დადგინდება გამონთავისუფლებული ბიუჯეტი ახალი ტექნიკის თანადაფინანსებითვის
პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მეორადი კომბაინებისა და სასოფლო-სამეურნეო გამწევი ტექნიკის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიისგან“ აუქციონის წესით.
პროგრამაში მონაწილეობისათვის კი, უნდა გაიაროთ შემდეგი ეტაპები: პირველი ეტაპი, დაიჭირეთ თადარიგი და დარეგისტრირდით მომხმარებლად ვებგვერდზე, გაიაქტიურეთ ანგარიში; ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდგომ, განაცხადის გაკეთება შეგიძლიათ, რა დროსაც მოხდება რიგის ნომრის მინიჭება;განაცხადის გადმოგზავნის შემდგომ შეგიძლიათ ატვირთოთ შესაბამისი დოკუმენტები 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
ანგარიშის შესაქმნელად და განაცხადის გასაკეთებლად კი, დეტალური ვიდეო-ინსტრუქციის გაცნობა შესაძლებელია შესაბამის ბმულზე: http://agrotech. rda.gov. ge