საზოგადოება
04.10.2021 08:47
ორის გარდა, გორის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი დღეიდან საკლასო ოთახებში განახლდება

დღეიდან, 4 ოქტომბრიდან, გორის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სკოლა სასწავლო პროცესს საკლასო ოთახში განაახლებს, გამონაკლისი მხოლოდ ქერეს და ბნავისის საჯარო სკოლებია.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქერეს საჯარო სკოლის შენობის მშენებლობა-კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და მოსწავლეები სწავლას მერეთის სკოლაში დაიწყებენ, რაც შეეხება ბნავისის საჯარო სკოლას, ამ შემთხვევაში საქმე ეხება სკოლის შენობის რეაბილიტაციას და მოსწავლეები ატენის საჯარო სკოლაში დაიწყებენ ახალ სასწავლო წელს.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში დაიწყო, პირველკლასელებისთვის კი სწავლის დაწყების თარიღად 4 ოქტომბერი განისაზღვრა. ყვლა კლასი სსკოლო შენობებში სწავლას დღეიდან, 4 ოქტომბრიდან განაახლებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში პირბადის ტარება ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა.

კვირის ამბები