საზოგადოება
03.10.2021 22:29
7 ოქტომბრის ჩათვლით გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ღრუბლიანობა და დროგამოშვებით წვიმა

7 ოქტომბრის ჩათვლით გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ღრუბლიანობა, დროგამოშვებით წვიმა და ტემპერატურის კლება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს მთელი ღამის განმავლობაში იწვიმებს, დილის 10 საათიდან კი გამოიამინდებს, თუმცა, ნახევრადღრუბლიანი ამინდი მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა კი +15 გრადუსს მიაწევს.

5 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში ნავარაუდევია უნალექო ამინდი, 14 საათიდან კი კვლავ იწვიმებს. ჰაერი მხოლოდ +14 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება 6 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაშია მოსალოდნელია ღრუბლიანობა და ნალექი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექია მოსალოდნელი 7 ოქტომბერსაც, ჰაერი კი დღისით +11 გრადუსამდე გათბება.

8 ოქტომბრიდან გორის მუნიციპალიტეტში გამოიდარებს, 4-5 დღე უნალექოდ ჩაივლის, ჰაერის ტემპერატურა კი 6-8 გრადუსით მოიმატებს.  

კვირის ამბები