გორის 12 მაჟორიტარული ოლქიდან მმართველმა გუნდმა მხოლოდ ერთგან, #1 მაჟორიტარულ ოლქში (კომბინატის დასახლება) წააგო ,,ენმ“-სთან, 11 ოლქში კი ,,ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.
მაჟორიტარული ოლქი #1
კახა ლობჟანიძე, ,,ენმ“ – 40.21% (2093 ხმა) - ზაზა მათოშვილი, ,,ქართული ოცნება“ – 40.04 (2084);
მაჟორიტარული ოლქი #2
ბექა ლობჟანიძე ,,ქართული ოცნება“ – 40.86% (3247 ხმა); შალვა სრესელი, ,,ენმ“ – 25.31% (2011 ხმა);
მაჟორიტარული ოლქი #3
დავით სარალიძე, ,,ქართული ოცნება“ – 44.54 (2346); ანი ბალიაშვილი, ,,ენმ“ – 36.28% (1911 ხმა);
მაჟორიტარული ოლქი #4
მერაბ მელანაშვილი, ,,ქართული ოცნება“ – 47.91 (2824); ბექა ქორჩილავა, ,,ენმ“ – 35.47% (2091 ხმა);
მაჟორიტარული ოლქი #5
მამუკა ბაზანდარაშვილი, ,,ქართული ოცნება“ – 50.29 (1734); ილია ეცადაშვილი, ,,ენმ“ – 28.07% (968 ხმა);
მაჟორიტარული ოლქი #6
ასმათ ტალახაძე, ,,ქართული ოცნება“ – 52.57 (2558); გივი გინტური, ,,ენმ“ – 34.61% (1684 ხმა);
მაჟორიტარული ოლქი #7
იოსებ მუმლაძე, ,,ქართული ოცნება“ – 61.76 (2520); ვახტანგ აზალაძე, ,,ენმ“ – 25% (1020 ხმა);
მაჟორიტარული ოლქი #8
ჯაბა იმერლიშვილი, ,,ქართული ოცნება“ – 54.26 (2361); ლევან ბიძინაშვილი, ,,ენმ“ – 25.51% (1110 ხმა);
მაჟორიტარული ოლქი #9
ბორისი გოგიჩაიშვილი, ,,ქართული ოცნება“ – 55.53 (2487); ნანა ლოთიშვილი, ,,ენმ“ – 32.82% (1470 ხმა);
მაჟორიტარული ოლქი #10
კობა ბერიანიძე, ,,ქართული ოცნება“ – 51.9 (1953); გიორგი მახნიაშვილი, ,,ენმ“ – 35.37% (1331 ხმა);
მაჟორიტარული ოლქი #11
გიორგი შიოშვილი, ,,ქართული ოცნება“ – 54.44 (1476); უჩა მარკოზაშვილი, ,,ენმ“ – 35.1 % (1027 ხმა);
მაჟორიტარული ოლქი #12
მანუჩარ ლაფაჩი, ,,ქართული ოცნება“ – 54.95 (1254); ნაზი დიდებელი, ,,ენმ“ – 32.11% (745 ხმა);
რაც შეეხება პარტია ,,გახარია - საქართველოსთვის“ კანდიდატებს მაჟორიტარულ ოლქებში, 12 ოლქიდან ყველაზე მეტი ხმის დაგროვება გიორგი პაპიტაშვილმა შეძლო გორის #2 მაჟორიტარულ ოლქში (ქალაქის ცენტრი), რომელმაც ამომრჩეველთა 1707 ხმით 21.48%-ის მოპოვება შეძლო, თუმცა, აღნიშნულ ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატი ბექა ლობჟანიძე 40.86%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი ,,ენმ“-ს კანდიდატი შალვა სრესელია 25.31%-ით.
შეგახსენებთ, ცესკოს წინასწარი შედეგებით, #32 გორის საარჩევნო ოლქში, ამ დროის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხმების 52.89%-ით (29 093 ხმა) ლიდერობს.
ამომრჩეველთა ხმების 31.64% (17 403 ხმა) მიიღო ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ვასილ მახარაშვილმა. ხმების 12.89% (7 092 ხმა) ხვდა წილად ,,გახარია - საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატს კონსტანტინე ანანიაშვილს, ,,ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატ ეთერ ჯალაღანიას კი არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 2.57%-მა (1 414 ხმა) გამოუცხადა ნდობა.