,,მადლობა მოსახლეობას ნდობისთვის! მადლობა ჩვენი გუნდის ყველა წევრს! გილოცავთ გამარჯვებას“, - წელს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ პირად გვერდზე ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორის მერობის კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
ცესკოს მონაცემებით, #32-ე გორის საარჩევნო ოლქის წინასწარი შედეგებით, მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხმების 53.2%-ით (25 185 ხმა) ლიდერობს;
31.34% (14 838 ხმა) - ვასილ მახარაშვილი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
12.98% (6 144 ხმა) - კონსტანტინე ანანიაშვილი, ,,გახარია - საქართველოსთვის“;
2.48% (1 172 ხმა) - ეთერ ჯალაღანია, ,,ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში