წინასწარი შედეგებით, გორის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ არჩევნებში ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს.
ცესკოს ოფიციალურ გვერდზე ატვირთული ოქმების მიხედვით, წინასწარი შედეგებით, პროპორციული საარჩევნო სისტემით, #32-ე გორის ოლქში არსებულ 107 საარჩევნო უბნიდან 95 უბანზე ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს, 12 საარჩევნო უბანზე კი მმართველ გუნდზე მეტი ხმების მოპოვება შეძლო ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხმების რაოდენობით მესამე ადგილზეა ,,გახარია-საქართველოსთვის“.
#32 გორის საარჩევნო ოლქის უბნებიდან მმართველმა გუნდმა ყველაზე მეტი ხმა აიღო #77-ე უბანზე, სადაც არჩევნებში მონაწილე 928 ამომრჩევლიდან ,,ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა 735-მა მოქალაქემ, ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მხარი დაუჭირა 104-მა ამომრჩეველმა, პარტიას ,,გახარია-საქართველოსთვის“ აღნიშნულ უბანზე მხოლოდ 20 ხმა ერგო;
ასევე, ,,ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოუცხადა ამომრჩეველმა #67-ე უბანზე, სადაც არჩევნებზე მისული 847 ამომრჩევლიდან მმართველმა გუნდმა 521 ხმა მიიღო, ,,ენმ“ – 184, ,,გახარია-საქართველოსთვის“ – 46;
#40 საარჩევნო უბანზე მისული 828 ამომრჩევლის 470 ხმა ერგო ,,ქართულ ოცნებას“, 240-მა ამომრჩეველმა კი ,,ენმ“-ს დაუჭირა მხარი.
საარჩევნო უბანი #59 - ,,ქართული ოცნება“ – 400 ხმა, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 139 ხმა;
#16 საარჩევნო უბანზე კი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს. აღნიშნული უბნის ოქმის მიხედვით, ,,ენმ“-ს მიღებული აქვს არჩევნებზე მისული 541 ამომრჩევლის 225 ხმა, ,,ქართულ ოცნებას“ – 197, ,,გახარია-საქართველოსთვის“ – 54;
,,ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს გორის #22 უბანზეც, სადაც არჩევნებზე მისული 624 ამომრჩევლიდან 279-მა ამომრჩევლმა ,,ენმ“-ს დაუჭირა მხარი, 194-მა ,,ქართულ ოცნებას“;
ცესკოს გვერდზე ატვირთული ოქმების მიხედვით, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ,,ქართულ ოცნებაზე“ მეტი ხმა მიიღო #32-ე გორის ოლქის #23-ე საარჩევნო უბანზეც, სადაც 625 ამომრჩევლიდან 262 ხმა ერგო ,,ენმ“-ს, 217 კი ,,ქართულ ოცნებას“;
საარჩევნო უბანი #16 - ,,ენმ“ – 225, ..ქართული ოცნება“ – 197;
საარჩევნო უბანი #35 - ,,ენმ“ – 132, ,,ქართული ოცნება“ – 130;
საარჩევნო უბანი #45 - ,,ენმ“ – 197, ,,ქართული ოცნება“ – 177;
საარჩევნო უბანი #84 - ,,ენმ“ – 232, ,,ქართული ოცნება“ – 194;
საარჩევნო უბანი #85 - ,,ენმ“ – 274, ,,ქართული ოცნება“ – 271;
საარჩევნო უბანი #90 - ,,ენმ“ – 207, ,,ქართული ოცნება“ – 176;
საარჩევნო უბანი #94 - ,,ენმ“ – 204, ,,ქართული ოცნება“ – 202;
საარჩევნო უბანბი #96 - ,,ენმ“ – 166, ,,ქართული ოცნება“ – 148;
საარჩევნო უბანი #105 - ,,ენმ“ – 141, ,,ქართული ოცნება“ – 116;
ოქმების მიხედვით, წინასწარი შედეგებით, #32-ე გორის ოლქში არსებულ 107 საარჩევნო უბნიდან 95 უბანზე ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს, 12 საარჩევნო უბანზე კი მმართველ გუნდზე მეტი ხმების მოპოვება შეძლო ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს, ცესკოს წინასწარი შედეგებით, გორის ოლქში არჩევნების მეორე ტური არ გაიმართება. #32-ე გორის საოლქო კომისიის ხელმძღვანელის, მალხაზ მირუაშვილის ინფორმაციით, #32 ოლქში ჩატარებულ არჩევნებში, ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხმების 50%-ზე მეტით ლიდერობს.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 3 743 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3 183 უბანზე. წინასწარი შედეგებით, ადგილობრივი თვითმმართველობის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ლიდერობს ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, მიღებული ხმების რაოდენობა - 676 896 (47.6%); ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 433 816 (30.51%); ,,გახარია - საქართველოსთვის“ -108 359 (7.62%); ,,ლელო“ – 37 467 (2.63%).