საზოგადოება
03.10.2021 12:03
ცესკოს წინასწარი შედეგები ქვეყნის მასშტაბით - ,,ქართული ოცნება“ - 47.6%, ,,ენმ“ - 30.51%, ,,გახარია - საქართველოსთვის“ - 7.62%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 3 743 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3 183 უბანზე. წინასწარი შედეგებით, ადგილობრივი თვითმმართველობის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ლიდერობს ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, მიღებული ხმების რაოდენობა - 676 896 (47.6%);  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 433 816 (30.51%); ,,გახარია - საქართველოსთვის“ -108 359 (7.62%); ,,ლელო“ – 37 467 (2.63%).
რაც შეეხება მერებს, წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, 20-მდე თვითმმართველ თემში მეორე ტური ჩატარდება.

კვირის ამბები