ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გამარჯვებული მერი არჩევნების პირველივე ტურში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგ თვითმმართველ ერთეულებში: გორი, კასპი, საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი, ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ონი, ამბროლაური, ლენტეხი, მესტია, ხარაგაული, თერჯოლა, საჩხერე, ზესტაფონი, ვანი, სამტრედია, ხონი, ჭიათურა, ტყიბული, ლანჩხუთი, ჩოხატაური, აბაშა, ქედა, ქობულეთი, შუახევი და ხულო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ 44 ქალაქში მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.
წინასწარი მონაცემებით, 59 თვითმმართველი თემიდან, 15-ში, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში