ამ დროისთვის არსებული პირველადი მონაცემებით, #32-ე გორის ოლქში ჩატარებულ არჩევნებში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხმების 50%-ზე მეტით ლიდერობს, - ამის შესახებ #32-ე გორის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა განაცხადა.
,,ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ წინასწარი მონაცემები, მიმდინარეობს საარჩევნო უბნებიდან შემოსული ოქმების დაჯამება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებს, ამ ეტაპზე შემიძლია მოგახსენოთ წინასწარი შედეგები, რომლის თანახმადაც ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტით ლიდერობს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი“, - განაცხადა მალხაზ მირუაშვილმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში