საზოგადოება
02.10.2021 20:18
ხურვალეთის საარჩევნო უბანზე ჩატარებული ალკოტესტებით სიმთვრალე კომისიის არცერთ წევრს არ დაუდასტურდა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ხურვალეთის 70-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი მცირე უთანხმოების შემდეგ, ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

სამართალდამცავებმა კომისიის წევრები სიმთვრალეზე შეამოწმეს, თუმცა, ალკოტესტით არცერთ მათგანს თრობა არ დაუდასტურდა.

ვერც საუბნო საარჩევნო კომისისს თავმჯდომარე და ვერც კომისიის სხვა წევრები დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ, შესაძლო სიმთვრალის ფაქტთან დაკავშირებით ვინ გააკეთა პოლიციაში შეტყობინება.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტატარობის კანდიდატმა, გიორგი მახნიაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ აღნიშნულ თემში მერის წარმომადგენელმა კომისიის წევრებს ღვინო მოუტანა, თუმცა, ალკოჰოლის მოხმარება 70-ე უბანზე რეგისტრირებულ არცერს წევრს არ დაუდასტურდა.

კვირის ამბები