გორის №32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, 12 საათის მდგომარეობით, გორის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 16 %-ს შეადგენს.
როგორ მალხაზ მირუაშვილმა ,,გორის მაცნესთან“ აღნიშნა, კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და მნიშვნელოვან ექსცესებს ადგილიი არ ჰქონია.
„12 საათის მდგომარეობით, გორის საარჩევნო ოლქში ფიქსირდება 16 381 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 16 %-ია. რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობას, მინდა აღვნიშნო, რომ პირადად მე და ჩემი მოადგილე დავდივართ ყველა საარჩევნო უბანზე და დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში ყოველგვარი ექსცესების გარეშე“, - განაცხადა გორის №32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში