საზოგადოება
02.10.2021 11:40
მოლოდინი ძალიან კარგი გვაქვს, ველოდებით გამარჯვებას - „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი
საკუთარი არჩევანი დააფიქსირა „ნაციონალური მოძრაობის“ გორის მერობის კანდიდატმაც. როგორც ვასილ მახარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა მისცა თითოეული მოქალაქის უკეთეს ხვალინდელ დღეს და გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მოლოდინი ძალიან კარგი გვაქვს - ველოდებით აუცილებლად გამარჯვებას. მე, პირადად, ხმა მივეცი ჩვენი შვილების, თითოეული ჩვენგანის უკეთეს ხვალინდელ დღეს. ამასთან ერთად, მინდა გავამხნევო ჩვენი მომხრეები, რომ გამარჯვებამდე ცოტა დრო დარჩა“, - აღნიშნა ვასილ მახარაშვილმა.
კვირის ამბები