პარტია „საქართველოსთვის“ გორის მერობის კანდიდატმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა საკუთარი არჩევანი გორის სამხატვრო სკოლის შენობაში გახნილ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
კონსტანტინე ანანიაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამარჯვების მოლოდინი აქვს და საზოგადოებას კენჭისყრის პროცესში ცჩრთულობისკენ მოუწოდა.
„არჩევანი გავაკეთე უკეთესი საქართველოსთვის, მშვიდობიანი, სტაბილური ცვლილებებისთვის. აქვე, მინდა მოვუწოდო მოსახლეობას მაქსიმალურად აქტიურობისკენ, გამოხატონ მათი მოქალაქეობრივი ვალი“, - აღნიშნა მედიასთან ანანიაშვილმა.
გორელებს მერის არჩევა დღეს ოთხ კანდიდატს შორის მოუწევთ: ეთერ ჯალაღანია, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“; ვასილ მახარაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; კონსტანტინე ანანიაშვილი, „გახარია - საქართველოსთვის“; ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.
გორის №32-ე საარჩევნო ოლქში 106 ძირითადი და 1 სპეც. უბანი მოქმედებს, სადაც 112 631 ამომრჩეველია რეგისტრირებული.