საზოგადოება
02.10.2021 08:40
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გორის №32-ე საარჩევნო ოლქში დაიწყო

გორის №32-ე საარჩევნო ოლქის ტერიტორიულ საზღვრებში არსებულ 106 ძირითად და 1 სპეც. უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დილის 8 საათზე შეუფერხებლად დაიწყო.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის  №32-ე საარჩევნო ოლქის ტერიტორიულ საზღვრებში 112 631 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

გორის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, მალხაზ მირუაშვილის განცხადებით, იმ ამომრჩევლებს, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემის გამო საარჩევნო უბანზე მისვლა არ შეუძლიათ და ამის შესახებ საუბნო საარჩევნო კომისიას შესაბამისი ვადების ამოწურვამდე მიმართეს, გადასატანი ყუთით სარგებლობის საშუალება მიეცემათ. რაც შეეხება სპეციალურ უბანს, აღნიშნული უბანი  კოვიდპაციენტებს და თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფ ამომრჩევლებს მოემსახურება.

კვირის ამბები