გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, წმინდა მოწამეთა - ბიძინა ჩოლოყაშვილის და ელიზბარ შალვა ქსნის ერისთავების ხსენების დღეს, გორის მერობის კანდიდატები პარაკლისზე მიიწვია და დალოცა.
გორელებს მერის არჩევა ხვალ ოთხ კანდიდატს შორის მოუწევთ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გორის მერობისთვის ოთხი კანდიდატია რეგისტრირებული:
ეთერ ჯალაღანია, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“;
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“;
კონსტანტინე ანანიაშვილი, „გახარია - საქართველოსთვის“;
ვასილ მახარაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში