საზოგადოება
01.10.2021 15:43
4 ოქტომბრიდან თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალი პაციენტების მიღებას განაახლებს

2021 წლის 4 ოქტომბრიდან ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი ჰიბრიდულ რეჟიმში იფუნქციონირებს და კოვიდპაციენტებთან ერთად, ავადმყოფებს სხვა ანამნეზითაც მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ავრცელებს.

„2021 წლის 4 ოქტომბრიდან ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი ჰიბრიდულ რეჟიმში იფუნქციონირებს, რაც გულისხმობს, რომ განყოფილებების ნაწილი კერძოდ: გადაუდებელი დახმარების, ამბულატორიული, ნევროლოგიური, ზოგად ქირურგიული და ტრავმატოლოგიური განყოფილებები სრული დატვირთვით იმუშავებენ. სამედიცინო განყოფილებების ნაწილი კი - კვლავ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მოემსახურება“, - ნათქვამია გორის სამხედრო ჰოსპიტალის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალი 2021 წლის 16 აგვისტოდან იყო პირველი რიგის კოვიდ მიმღები კლინიკა, სადაც ყველა სახის სამედიცინო მომსახურება იყო დროებით შეჩერებული.

კვირის ამბები