სამართალი
26.11.2019 11:20
გორში 20 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს

გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ გვიან საღამოს მოხდა. დაჭრილი  სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანა. კლინიკაში შეყვანისას პაციენტს ბასრი საგნით მიყენებული რამდენიმე შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა.

,,კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. ახალგაზრდა მამაკაცს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი 3 ჭრილობა. რამდენიმე ადგილზე დაზიანებული იყო ღვიძლი და კუჭი. პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა,  გაკეთდა ოპერაცია, მოხერხდა კუჭის და ღვიძლის მთლიანობის აღდგენა, მუცლის ღრუს დრენირება, ამჟამად პაცინტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში“, - განაცხადა ,,გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა დავით გასიტაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი.  მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კვირის ამბები