საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 7 მოქალაქე.
სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.