გილმორმა რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიის მიტაცების მცდელობაშიც დაადანაშაულა.
დღეს დილით, სასწრაფო დახმარების მანქანით ცხინვალიდან გადმოყვანისას, მილაძე გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გზაში დაიღუპა.
ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ცხინვალი უკვე დატოვა. ორივე მათგანი შინ, სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართების მიღმა მდებარე სახლში იმყოფება.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცხინვალში კარანტინის მოტივით გადაიყვანეს.
წითელი ჯვარის გარდა, ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციებსაც არ აქვთ წვდომა.