ხვალ, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. გორელ ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენზე, გორის მერობისთვის მებრძოლი ოთხი კანდიდატის ჩამონათვალი დახვდება.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში, გორის მერობისთვის ოთხი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია რეგისტრირებული. ცნობისთვის, ოთხი კანდიდატიდან ერთი ქალია.
GMnews გთავაზობთ იმ კანდიდატების, მათი წარმდგენი პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო ნომრების ჩამონათვალს, ვისი სახელებიც ხვალ საარჩევნო ბიულეტენზე დაგხვდებათ.
ეთერ ჯალაღანია, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, საარჩევნო ნომერი 2;
ვასილ მახარაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საარჩევნო ნომერი 5;
კონსტანტინე ანანიაშვილი, „გახარია - საქართველოსთვის“, საარჩევნო ნომერი 25;
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, საარჩევნო ნომერი 41.