საზოგადოება
01.10.2021 14:46
შიდა ქართლში კიდევ ოთხი სოფელი გაზიფიცირდება
შიდა ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების სოფლების გაზიფიცირება გრძელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულების შესაბამისად, გაზიფიცირების სამუშაოები დამატებით რეგიონის 4 სოფელში ჩატარდება.
როგორც GMnews-სთვის ცნობილი გახდა, 2022 წელს, გაზიფიცირების სამუშაოები დამატებით გორის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება. კვარხეთი, სამანიშვილისკარი, თეძმისხევი და კაპრაშიანი - პრემიერ მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს, სწორედ ამ სოფლების მოსახლეობაც უკვე მოიხმარს ბუნებრივ აირს.
კვირის ამბები