1-ელ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. აღნიშნული თარიღი მსოფლიოში 1990 წელს დაწესდა ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვისა და მოსახლეობის დაბერების პრობლემებთან ბრძოლის მიზნით, საქართველო კი, 2006 წლიდან შეუერთდა.
ხანდაზმულთა დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს ის პრობლემები, რომლებიც ასაკოვან ადამიანებს აქვთ.
საყოველთაო აღწერის ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 20% ხანდაზმული ასაკისაა, აქედან 60 ათასი შინმოვლისა და ხანგრძლივი მოვლის სერვისებს საჭიროებს.