საზოგადოება
01.10.2021 11:56
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 751 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 1 751 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 614 763-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 633 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 586 704-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 976 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 751 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 559, აჭარა - 121, იმერეთი - 311, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 93, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 183, კახეთი - 269, მცხეთა-მთიანეთი - 39, სამცხე-ჯავახეთი - 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 057, საიდანაც 4 169 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმეა 1 019 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 247 პირი.

კვირის ამბები