საზოგადოება
01.10.2021 11:42
საბავშვო ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, სასწავლო პროცესს 5 ოქტომბრიდან განაახლებენ

საბავშვო ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, სასწავლო პროცესს 5 ოქტომბრიდან განაახლებენ, - აღნიშნული ინფორმაცია GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში დაუდასტურეს.

სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საარჩევნო უბანი 11 ბაღის შენობაშია განთავსებული.

„2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 11 საბავშვო ბაღის შენობაშია განთავსებული საარჩევნო უბანი. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბუნებრივია, აუცილებელია შენობის სრული დეზინფექტია, ამისთვის კი დრო გვჭირდება, სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება - აღნიშნულ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 4-ის ნაცვლად 5 ოქტომბიდან განახლდეს, რათა მანამდე სრულყოფილად მოხდეს შენობების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. ამის შესახებ მასწავლებლებიც მიაწვდიან მშობლებს ინფორმაციას“, - განაცხადა GMnews-სთან საუბრისას ლია კოვზიაშვილმა

GMnews გაგაცნობთ იმ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიებია განთავსებული: გორის მასშტაბით - № 1-ლი, მე-4, მე-6, მე-17 და მე-19 საბავშვო ბაღები; მუნიციპალიტეტში - სოფელ ატენის, ხიდისთავის, ქვეშის, კარალეთის № 1-ლი, მარანის და კარბის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები.

კვირის ამბები