საზოგადოება
01.10.2021 10:55
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ოპერაციების დაფინანსება დღეიდან განახლდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გეგმური ოპერაციების დაფინანსება და ჩატარება დღეიდან განახლდება, -  ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების გამო, შეზღუდვის გაგრძელების საჭიროება აღარ არის.

ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, სახელმწიფოს მიერ, გეგმური ოპერაციების დაფინანსება მიმდინარე წლის აგვისტოდან იყო შეჩერებული. გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციები, ასევე ონკოლოგიური ოპერაციები და კარდიოქირურგიული ჩარევები.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შეზღუდვა მოქმედებდა პანდემიის პირველი და მეორე ტალღების პერიოდშიც და ამ რეგულაციის მიზანი კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის საწოლების მობილიზება გახლდათ.

კვირის ამბები